logo
ENG



გლდანის მაჟორიტარი: ოჯახი ქირით ცხოვრობდა, ღია წვის გამათბობლით თბებოდნენ

30 იან 202200:48
3 წუთის საკითხავი
 

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის კონსტანტინე ზარნაძის განცხადებით, გლდანში CO-თ გარდაცვლილი ოჯახი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

როგორც დეპუტატმა ფორმულასთან საუბარში განაცხადა, ოჯახი ღია წვის გამათბობლით თბებოდა, ხოლო ფანჯრები ბინაში დახურული იყო. 

"მოხდა საზარელი ფაქტი. ერთი ოჯახის 5 წევრია გარდაცვლილი. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი არის CO-თი მოწამლვაა. ეს ოჯახი ამ კორპუსში ჩემი ინფორმაციით, გადმოსულია 2-3 დღის წინ. იყვნენ ქირით და ღია წვის გამათბობლით თბებოდნენ. სახლში ფანჯრები დახურული იყო. გამათბობელმა გამოწვა ჟანგბადი და ამის შედეგად მივიღეთ ასეთი საზარელი ფაქტი. მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, რომ ყურადღებით იყონ", - ამბობს კონსტანტინე ზარნაძე. 

***

გლდანის მე-2 მიკრო რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 5 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილები არიან ერთი ოჯახის წევრები, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

თბილისი ენერჯი აღნიშნავს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლების ბინაში შესვლისას მათ გაზქურის ღუმელი ღია და ანთებულ მდგომარეობაში დახვდათ. როგორც თბილისი ენერჯიში აცხადებენ, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით გაზქურისა და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება დაუშვებელია.


close დახურვა